სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავა

01 აპრ 2026

სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  სხვადასხვა დროს, ორმა  ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი, ხოლო მესამემ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა  საქართველოში.

ორი პირი  ქვეყნიდან იქნა გაძევებული, ხოლო  მესამე ბრალდებულის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.