ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმა

01 აპრ 2026

ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმის მიზნებსა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონის მუნიციპალიტეტებს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ დოლაბერიძე ესწრებოდნენ.  

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.