ქორეოგრაფიული ანსამბლის “ჩვენი შვილების“ კონცერტი არსიანის საკონცერტო დარბაზში

01 აპრ 2026

ქორეოგრაფიული ანსამბლის “ჩვენი შვილების“ კონცერტი არსიანის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. „ჩვენი შვილები'' 12 წლისაა, საიუბილეო  სოლო კონცერტი ქართული ქორეოგრაფიის ღვაწლმოსილი, გამოჩენილი ხელოვანის, საპატიო ბათუმელის, დამსახურებული არტისტის გიორგი ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნა.

გიორგი ჩაჩავა  ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის“ ჩვენი შვილების“ დამაარსებელი და აკადემიური ანსამბლის „არსიანის“ სამხატვრო  ხელმძღვანელი იყო.

კონცერტში ''არისიანის'' მოსამზადებელი მომღერალთა გუნდიც მონაწილეობდა. ანსამბლ ''ჩვენი შვილების“ განახლებული  რეპერტუარი  გამდიდრებული იყო  გიორგი ჩაჩავას საავტორო მოძრაობებით, სწორედ მოხევურით გაიხსნა დღევანდელი საღამო არსიანის საკონცერტო დარბაზში. 

საღამო გაალამაზეს ანსამბლის პირველმა თაობამ, ოვაციები გამოიწვია დებიუტანტების გამოსვლებმაც