ყირიმში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

01 აპრ 2026

ყირიმში ან-26 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა  ეკიპაჟის ექვსი წევრი და 23 მგზავრი. უწყებამ კატასტროფის წინასწარ ვერსიად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად ან-26 სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავთან კავშირი სამშაბათს, საღამოს 18 საათზე დაიკარგა. 

თვითმფრინავი ანექსირებული ყირიმის თავზე დაგეგმილ ფრენას ასრულებდა. მსუბუქი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ექსპლუატაციაში 1975 წელს შევიდა. ის  ჯარებისა და აღჭურვილობის საშუალო დისტანციაზე გადასატანად გამოიყენებოდა.