01 აპრ 2026
აშშ-ს შეუძლია ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დასრულება ორ-სამ კვირაში - აცხადებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. „ჩვენ ძალიან მალე დავტოვებთ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება მოხდეს „ორ ან სამ კვირაში“. ეს განცხადება დღემდე ტრამპის მიერ გაკეთებული ყველაზე მკაფიო განცხადება იყო იმის შესახებ, რომ ის აპირებს მალე დაასრულოს ერთთვიანი ომი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ქაოსი და მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე რყევები გამოიწვია.
ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს არ სჭირდება ვაშინგტონთან გარიგების დადება კონფლიქტის დასასრულებლად. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, შესაძლებელია, ომი უფრო ადრეც დასრულდეს, თუ შეთანხმებას მიაღწევენ.