01 აპრ 2026
ირანის ომის დასრულების შემდეგ აშშ-ს მოუწევს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა - ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ფოქს-ნიუსთან ინტერვიუში განაცხადა.
რუბიოს თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის შეტყობინებების გაცვლა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, შესაძლოა ორ მხარეს შორის გარკვეულ მომენტში პირდაპირი შეხვედრაც გაიმართოს. „არც ერთი მთავრობა ან მსოფლიოს არცერთი ქვეყანა ამჟამად არ ეხმარება ირანს, რაც რაიმე ფორმით ხელს შეუშლიდა ჩვენს მისიას“ - თქვა რუბიომ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ირანის ომის შემდეგ ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს.
„საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან თავად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ხელახლა უნდა გადავხედოთ, ემსახურება თუ არა ეს ალიანსი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად ემსახურებოდა ამ ქვეყანას, კვლავ ამ მიზანს, თუ ის ახლა ცალმხრივ ქუჩად იქცა, სადაც ამერიკა უბრალოდ ევროპის დასაცავად არის და როცა ჩვენი მოკავშირეების დახმარება გვჭირდება, ისინი უარს გვეუბნებიან მათი ბაზების და საჰაერო სივრცის გამოყენებაზე - განაცხადა რუბიომ.
ევროპელმა ლიდერებმა უარი თქვეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმებში პირდაპირ ჩართვაზე.