ისრაელი რეგიონის „მნიშვნელოვან“ ქვეყნებთან ახალ ალიანსებს ამყარებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

01 აპრ 2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი რეგიონის „მნიშვნელოვან“ ქვეყნებთან ახალ ალიანსებს ამყარებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს იმას, რასაც მან „ირანის საფრთხე“ უწოდა.

ვიდეომიმართვაში ნეთანიაჰუმ არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნები იყვნენ ჩართულნი და არც დამატებითი დეტალები გაახმოვანა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, ასახავს  ირანის სიღრმეში მდებარე მიწისქვეშა სამხედრო ობიექტებზე წერტილოვან დარტყმას.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა  ირანის საზღვაო ხომალდებსა და თვითმფრინავებზეც განახორციელეს დარტყმები. ვიდეომასალას თან ერთვება განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის ძალები აგრძელებენ ირანის რეჟიმის საბრძოლო შესაძლებლობების განადგურებას.

აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაიწყო და მთელ ახლო აღმოსავლეთს მოედო, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ენერგომომარაგების შეფერხება გამოიწვია და გლობალურ ეკონომიკაში ინფლაციის საფრთხე შექმნა.