ბელგრადში პოლიციასა და სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა

01 აპრ 2026

სერბ სტუდენტებსა და  პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ბელგრადის ცენტრში შეკრებილი ანტისამთავრობო აქტივისტები უნივერსიტეტში პოლიციის ჩხრეკას აპროტესტებდნენ. ჩხრეკის ჩატარება მიზეზი გახდა 25 წლის სტუდენტი გოგონას გარდაცვალება, რომელიც 26 მარტს შენობის ფანჯრიდან გადმოვარდა.

უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, რომ პოლიცია უნივერსიტეტის შენობაში დოკუმენტების საძებნელად კანონიერი ნებართვის გარეშე შევიდა და კომპიუტერები დალუქა. სერბეთის პოლიციის ხელმძღვანელმა, დრაგან ვასილიევიჩმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მოქმედებდნენ და უნივერსიტეტის აუდიტორიებში  სტუდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებული მტკიცებულებებს ეძებდნენ. 25 წლის გოგონა 26 მარტის ღამეს უნივერსიტეტის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.

თვითმხილველების თქმით, სტუდენტის გადმოვარდნამდე სართულზე აეროზოლის ბალონები და პეტარდები დაინახეს.