01 აპრ 2026
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, თანადაფინანსება ხუთმა კომპანიამ მიიღო. ღვინის ეროვნული სააგენტომ ისინი ჯამურად დაახლოებით 224 ათასი ლარით დააფინანსა.
სააგენტოს ინფორმაციით, მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამა მხოლოდ იმ კომპანიებისთვისაა, რომლებსაც პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ პრიორიტეტულ ბაზრებზე, დსთ-სა და სუამ-ის ქვეყნების გარდა.
პროგრამაში 20 განაცხადი შევიდა, რომელთაგან საკონკურსო პირობები ხუთმა კომპანიამ დააკმაყოფილა.
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ 2021 წელს, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და პრიორიტეტული ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით დაამტკიცა.