ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

01 აპრ 2026

მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება.

Sky Express-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა. 

დღეისათვის ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ათენი - თბილისი - ათენის მიმართულებით ასრულებს.