01 აპრ 2026
თურქმენეთის დელეგაციამ საზღვაო ნავსადგურები და მიმდებარე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
თურქმენეთის დელეგაციას საზღვაო ნავსადგურები და მიმდებარე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
დელეგაციის წევრები „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მუშაობასა და საოპერაციო საქმიანობას ადგილზე გაეცნენ. ფოთის შემდეგ სტუმრებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს, სადაც დაღრმვებით სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ასრულებს.
თამარ იოსელიანმა დელეგაციის წევრებს პროექტის დეტალები და სამომავლო გეგმები დეტალურად გააცნო.
თურქმენული მხარე საქართველოს მოქმედი პორტების მიმდებარედ სასაწყობე-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებით არის დაინტერესებული.