სამტრედიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი გაიხსნა

03 ნოე 2025

სამტრედიაში ოფიციალურად გაიხსნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი, რომელიც სრულად აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. ახალი ცენტრი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული პროცესების განხორციელებას და მართვას მუნიციპალიტეტში - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის დასკვნითი ღონისძიებაც - საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგი. ასევე - B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის, შიდსის, გლუკოზისა და ჰიპერტენზიის სკრინინგი.