01 აპრ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციისა და წყალბურთის კლუბ „აპოლოს” ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოში შავი ზღვის ქვეყნების ლიგის შესახებ იმსჯელეს, რასთან დაკავშირებითაც შალვა გოგოლაძემ ხელმძღვანელობას მხარდაჭერა აღუთქვა.
ლიგაში შავიზღვისპირა ქვეყნების (საქართველო, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა), ასევე ლიეტუვისა და ყაზახეთის წამყვანი წყალბურთის კლუბები გაერთიანდება. შავი ზღვის ლიგის გათამაშების ფორმატზე სპეციალური ჯგუფი იმსჯელებს.
სექტემბერში საქართველო შავი ზღვის თასის გათამაშებას ტურნირის სახით უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს, თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ლიეტუვასა და ყაზახეთის წყალბურთის კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.