01 აპრ 2026
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
პროკურატურის ინფორმაციით, შპს „თბილისის ავტობუსის“ გენერალური დირექტორს გამოძიება 2009 წელს თბილისის მერიის კუთვნილი თანხების არამიზნობრივად დაუფლებასა და გაფლანგვას ედავებოდა.
განაჩენის მიხედვით ბესიკ ნათენაძის თავმჯდომარეობით ჩატარებული ტენდერის ფარგლებში შესყიდული საწვავი 3 345 589 ლარით აღემატებოდა იმ პერიოდში ჩამოყალიბებულ საბაზრო ფასებს.
მსჯავრდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ერთწლიანი პირობითი სასჯელი განუსაზღვრა და 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მოპოვებული ხელახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სამართალ წარმოების პროცესში დაირღვა მსჯავრდებულის უფლებები. გამოძიება ნათენაძეს ასევე 2007–2009 წლებში ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე არარსებული მარაგ-ნაწილების მიწოდებას ედავეობდა, რაც პროკურატურის ინფორმაციით და ხელახალი გამოძიებით არ დადასტურდა.
პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართავს.