02 აპრ 2026
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „საკრამენტო კინგსთან“ გამართა და 115:123 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 33 წუთი გაატარა და თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო.
მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და ერთი ჩაჭრა შესძინა.
მამუკელაშვილის „ტორონტო“ 42 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 6 მატჩი დარჩა.