გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე „გალათასარაი“ დაამარცხა

02 აპრ 2026

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტამბოლის „გალათასარაი“ დაძაბულ ბრძოლაში 84:83 დაამარცხა. გიორგი შერმადინი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ქართველმა ცენტრმა 20 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 

ამ გამარჯვებით „ტენერიფემ“ ნახევარფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. ამ გუნდების მეორე შეხვედრა 8 აპრილს, სტამბოლში გაიმართება.