ინდონეზიაში მიწისძვრა მოხდა

02 აპრ 2026

ინდონეზიის ჩრდილოეთ მოლუკის ზღვაში  7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 70 წლის კაცი  ერთ-ერთი საჯარო შენობის ნანგრევებში მოჰყვა.

მაშველები და სამხედროები  სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებენ.

ინდონეზიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით,  ცუნამის ტალღები ხუთ ადგილას დაფიქსირდა.

მიწისძვრას 50-მდე განმეორებითი  ბიძგი მოჰყვა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 5.8 მაგნიტუდის იყო.