ირანის პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს მიმართავს

02 აპრ 2026

ირანის პრეზიდენტმა ამერიკელი ხალხისადმი გაგზავნილ წერილში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი არ არის მტრულად განწყობილი  აშშ-ის რიგითი მოქალაქეების მიმართ და ვაშინგტონს მისი ქვეყნის იმიჯის დამახინჯებაში ადანაშაულებს.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილში პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ირანის საფრთხედ წარმოჩენა „არც ისტორიულ  და არც დღევანდელ რეალობას შეესაბამება“ და, რომ  ირანის ქმედებები თავდაცვით არის განპირობებული. მან ასევე გააკრიტიკა აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნა ახლო აღმოსავლეთი ისრაელი და აშშ გააკრიტიკა ირანის უზენაესმა ლიდერმაც.

ისლამური რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ წერილში მოჯთაბა ხამენეიმ მათ „დაუნდობელი ამერიკელი და სიონისტი მტერი“ უწოდა და კონფლიქტის დაწყებიდან ოთხი კვირის შემდეგ  ორივე ქვეყანა  „ადამიანობის, მორალისა და სიცოცხლის საზღვრების უგულებელყოფაში“ დაადანაშაულა.

მან ასევე დაგმო გოგონების სკოლაზე თავდასხმა, რომელმაც აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების პირველ დღეს 175-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და მასწავლებლები, იმსხვერპლა.