02 აპრ 2026
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონის „ძირითადი სტრატეგიული მიზნები“ ირანში ომის დასასრულს უახლოვდება. 28 თებერვლის შემდეგ, როცა აშშ-მა და ისრაელმა ირანზე საჰაერო თავდასხმები დაიწყეს, ირანმა საპასუხო დარტყმები მიიტანა ისრაელზე, აშშ-ის ბაზებსა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე, ხოლო ისრაელმა ირანის პარალელურად ლიბანში ახალი ფრონტი გახსნა.
კონფლიქტმა, რომლის გამოც, ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, ფინანსური ბაზრები შეარყია და ტრამპის რეიტინგის ვარდნაზე გავლენა მოახდინა კონგრესის შუალედური არჩევნების წინ რამდენიმე თვით ადრე. დონალდ ტრამპმა 20 წუთიან სატელევიზო მიმართვაში განაცხადა, რომ აშშ-ის 32-დღიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ირანი საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
ომის გამო შეშფოთებული ამერიკული საზოგადოების წინაშე გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-მა გაანადგურა ირანის საზღვაო და საჰაერო ძალები და შეაფერხა მისი ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამები. ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე პასუხისმგებლობა ტრამპმა მოკავშირეებს დააკისრა და მოუწოდა მათ, კრიტიკულად მნიშვნელოვან სრუტეზე კონტროლის აღსადგენად ოპერაციაში ჩაერთონ.