აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის გამოსვლა სტრასბურგში

02 აპრ 2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - გოგი ფუტკარაძე, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიას ესწრება. სესიაზე კონგრესის ახალ პრეზიდენტს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა პალატების პრეზიდენტებსა და ვიცე-პრეზიდენტებს აირჩევენ.

გარდა ამისა, პლენარულ სესიაზე დაგეგმილია ევროპის რეგიონებისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა, დებატები, კენჭისყრა. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით წარდგენილი ანგარიში რთული პოლიტიკური გარემოს ცალმხრივ ინტერპრეტაციად შეაფასა.  

თავის გამოსვლაში დეპუტატმა, ასევე ისაუბრა შეკრების თავისუფლებასა და სამართალდამცავი ორგანოების როლზე, მშვიდობიან პროტესტზე.