საპატრიარქოში ხვალ სინოდის სხდომა გაიმართება - გამოხმაურებები

02 აპრ 2026

ხვალ საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება. ცნობილია, რომ სხდომა 12 საათზე დაიწყება და ძირითადად ტექნიკური საკითხები განიხილება. 

განხილვის თემა ასევე იქნება გაფართოებული კრების დეტალებიც, სადაც პატრიარქის შერჩევა იგეგმება.

ეს იქნება სინოდის მეორე სხდომა ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ.  სინოდის სხდომასთან დაკავშირებით კეთდება პოლიტიკური განცხადებებიც. ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ ეკლესია თავად შეძლებს, ზედმეტი ჩარევების გარეშე საუკეთესო პატრიარქის არჩევას.