ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბათუმში

02 აპრ 2026

ბათუმში 20-მდე ქუჩაზე ქვაფენილი ასფალტის საფარით იცვლება. სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა და ისაუბრა ბათუმის შემოსასვლელი გზის რეაბილიტაციაზე, რომელიც გაფართოვდება.

მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, აშენდება ზღვისგან დამცავი ნაპირსამაგრი კედლები. 

პროექტი ასევე ტროტუარების, ეზოების და ახალი შუქნიშნების მოწყობასაც ითვალისწინებს.