თავდაცვის ყოფილი მინისტრის სასამართლო პროცესი

02 აპრ 2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმეში ფიგურირებენ ასევე თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და ვასილ მხეიძე. დღევანდელ სხდომაზე ჩვენებას აძლევს ჯუანშერ ბურჭულაძე. დღესვე იგეგმება ბურჭულაძის შვილის გამოკითხვაც. 

ამ წუთებში  აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის დაკითხვა მიმდინარეობს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

გამოძიების ვერსიით, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სამინისტროს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. საქმეში ფიგურირებს ასევე ქონების შეძენისა და მისი წარმომავლობის შენიღბვის ეპიზოდი.