მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმები - სამუშაო შეხვედრა

02 აპრ 2026

მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმების, სარწყავი სეზონისთვის მზადების პროცესისა და წყალმომხმარებლებთან თანამშრომლობის ახალ მიდგომებს გაეცნენ სამუშაო შეხვედრაზე ლაგოდეხში.

სემეკის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფი შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა გააცნო. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზე.