02 აპრ 2026
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ივანე აბაშიძე, კომპანია "კოლუმბია შიპმენეჯმენტ"-ის ეკიპაჟის მართვისა და ოპერაციების ჯგუფის დირექტორს, საურაბ მაჰეშს და რეგიონულ დირექტორს, ჯორჯ ფრანკუსს შეხვედა.
სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, მეზღვაურთა დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოების საკითხები განიხილეს.
"როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებას და მეზღვაურებისთვის საერთაშორისო შრომით ბაზარზე დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და საქართველოს როლის გაძლიერებაზე შუა დერეფნის ფარგლებში.
კოლუმბია შიპმენეჯმენტი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სანაოსნო კომპანიაა, რომელიც გემების მართვასა და ოპერირებასთან ერთად მეზღვაურთა დასაქმებას უზრუნველყოფს მსოფლიო მასშტაბით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.