02 აპრ 2026
ბაღდადში აშშ-ის საელჩომ თავის მოქალაქეებს ერაყის დატოვებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ დედაქალაქში მომდევნო 48 საათის განმავლობაში ირანის მოკავშირე დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმებია მოსალოდნელი.
უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილებაში ნათქვამია, რომ დაჯგუფების სამიზნე შესაძლოა აშშ-ის მოქალაქეები, დიპლომატიური დაწესებულებები, ბიზნესები და შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული სხვა ობიექტები იყოს, ასევე ერაყის სამოქალაქო და სამთავრობო ინსტიტუტები.
„ტერორისტულმა დაჯგუფებამ ამერიკელები გაიტაცა“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
დაჯგუფებამ ამერიკელი ქალი ჟურნალისტი ბაღდადში 31 მარტს გაიტაცა, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.