02 აპრ 2026
რუსეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ირანის კონფლიქტის მოგვარებაში - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აგრძელებს მოლაპარაკებებს რეგიონის ლიდერებთან.
პესკოვი აშშ-ის ირანის ომთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერისადმი მიმართვას გამოეხმაურა და კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების მიერ ნატოს ალიანსის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებაზე.
რუსეთი ნატოს მტრულ ალიანსად მიიჩნევს - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.