ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები გრძელდება

02 აპრ 2026

ბათუმის მასშტაბით გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები.

"ბათუმის ავტოტრანსპორტის" ინფორმაციით, საგზაო ნიშნები და საყრდენი დგარები განახლდა რურუას, აღმაშენებლის, შერიფ ხიმშიაშვილის, აბუსერიძის, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებზე, ასევე ერას მოედანზე.

"ორკომპონენტიანი ცივი პლასტით შესრულდა გზის მონიშვნის სამუშაოები შერიფ ხიმშიაშვილის, მარჯანიშვილის, ასათიანისა და მელიქიშვილის ქუჩებზე;

საგზაო ბოწკინტები განთავსდა მამულაძის, შერიფ ხიმშიაშვილისა და აღმაშენებლის ქუჩებზე;

გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე არსებულ შუქნიშნებზე შეიცვალა სატრანსპორტო მოდულები"- განმარტავენ "ბათუმის ავტოტრანსპორტში".

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთზე.

ფოტო გალერეა