02 აპრ 2026
აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯონი საბაშვილი დაინიშნა.
იგი სასახლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეებმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ირმა აბულაძემ წარუდგინეს.
ჯონი საბაშვილი 2020-2026 წლებში ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქალაქ ბათუმის მერიის კულტურის ცენტრს, ასევე, მუშაობდა ბაღების გაერთიანებაში ხელმძღვანელ პოზიციებზე. აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.