მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის პრეზიდენტმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

03 აპრ 2026

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გუშინ ჩავიდა. ყაველაშვილი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინს, რის შემდეგაც პირველმა პირებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ყაველაშვილმა შეხვედრები ასევე გამართა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერ დენისა საკოვასა და სხვა ოფიციალურ პირებთან.