03 აპრ 2026
ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონის ბოლო ნახევარფინალისტი გახდა „ბარსელონა“, რომელმაც მეოთხედფინალური ეტაპის ორივე მატჩში ექვს-ექვსი გოლი გაუტანა მადრიდის „რეალს“. პირველი მატჩი სტუმრად კატალონელებმა 6:2 მოიგეს, განმეორებით მატჩში შინ კი 6:0 გაიმარჯვეს.
„ბარსელონამ“ ორი მატჩის ჯამში 12:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ყველა ტურნირზე „ბარსელონა“ და „რეალი“ 25-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 24 მატჩი კატალონელებმა მოიგეს, მადრიდელებმა კი მხოლოდ ერთი. ბურთების სხვაობა არის – 92:12-ზე. ნახევარფინალში „ბარსელონას“ მეტოქე „ბაიერნი“ იქნება.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „არსენალი“ და „ლიონი“ დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩები 25-26 აპრილს გაიმართება, განმეორებითი – 2-3 მაისს. ფინალი 23 მაისს ოსლოში ჩატარდება.