დღეს ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ საფრანგეთს დაუპირისპირდებიან

03 აპრ 2026

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში იმყოფება, სადაც ექვსი ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას და დღეს პირველ მატჩს მასპინძელ 18-წლამდელთა ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ვიშში საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება.

უმცროსი „ბორჯღლოსნები“ ექვსი ერის ფესტივალზე ზედიზედ მესამედ თამაშობენ. ამ ტურნირზე ქართველი მორაგბეები საფრანგეთის 18-წლამდელთა გუნდს 2024 წელს შეხვდნენ და 20:19 მოუგეს.

საფრანგეთთან მატჩში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება გიორგი ნემსაძეს. მან და მისმა სამწვრთნელო შტაბმა მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელეს. 

ფესტივალზე შეცვლები შეზღუდული არ არის და, შესაბამისად, თამაშის შესაძლებლობა ყველა მორაგბეს ექნება.