03 აპრ 2026
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე კადეტ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა კადეტთა შორის გიორგი ურუშაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგიმ ექვსივე შეხვედრა მოიგო. პლეი-ოფში გაიმარჯვა ხუთ შეხვედრაში და მხოლოდ ფინალი დათმო ამერიკელ აიდინ ძისთან.
4-5 აპრილს ასპარეზობაში უკვე რაპირით მოფარიკავეები ჩაერთვებიან.
საქართველოს ნაკრებიდან 4 აპრილს ახალგაზრდებში მარიამ ნამგალაური და ლიზა თაყაიშვილი, ხუთში კი კადეტთა შორის ანანო ჯინჭარაძე, ელენე თურმანიძე, ანა ქუთათელაძე და ანდრია ყიფიანი იასპარეზებენ.