თორნიკე შენგელიას და „ბარსელონას“ მარცხი „ჟალგირისთან

03 აპრ 2026

საკალათბურთო ევროლიგის 35-ე ტურში „ბარსელონა“ კაუნასის „ჟალგირისს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 71:83 დამარცხდა. თორნიკე შენგელიამ 25 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. 

„ბარსელონა“ ევროლიგაში 20 მოგებით და 15 წაგებით მერვე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 7 აპრილს, „პანათინაიკოსს“ უმასპინძლებს.