03 აპრ 2026
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს მსხვილი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს მოუსმენენ. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა ორშაბათს გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესები უნდა განიხილონ.
კომისიის წევრების განცხადებით, სამუშაო პროცესის მიზანია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მოსახლეობას წვდომა ჰქონდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე და ამასთანავე ფასები იყოს მისაღები ყველა მოქალაქისთვის.