03 აპრ 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება. მერიის ინფრომაციით, პროგრამის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა, წელს პროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარია და სარგებლობას 10 ოჯახი შეძლებს.
თითოეულ ბენეფიციარზე გათვალისწინებულია 20 000 ლარის ოდენობის დაფინანსება.
პროგრამის მიზანია იმ ოჯახების დახმარება, რომლებიც ავარიული საცხოვრებელი პირობების გამო სახელმწიფოს მხარდაჭერას საჭიროებენ.