03 აპრ 2026
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შეხვდა.
მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები, მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობას, ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფას და ხორბლის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.
დავით სონღულაშვილის თქმით, დარგთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და ფერმერების საჭიროებების დროული გათვალისწინების მიზნით, სამინისტროში დარგობრივი საბჭოები შეიქმნება.