სამზადისი რთველისთვის - სამუშაო შეხვედრა 

03 აპრ 2026

ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა რთველის სამზადისი იყო.

2026 წლის რთველის დროს, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არ გამოხატავს ყურძნის შესყიდვის ინტერესს, სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ ყურძნის შესასყიდად განისაზღვრა ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასი.