3 აპრილიდან 15 აპრილამდე  26 მაისის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება - ბათუმის მერია

03 აპრ 2026

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 აპრილიდან 15 აპრილამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში.

მათივე ცნობით, შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან.