03 აპრ 2026
რამდენიმე დღეა, “შიგევროპული” ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან. კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ… ველოდებით სააკაშვილს, რომელიც მის ფაქიზ გრძნობებზე დაპოსტავს და გვეტყვის, რომ საკანში, სადაც უმძიმესი დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს, ჭიანჭველაც კი არ აბიჯებს ფეხს - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში
"საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აქტიურად ჩაერთო ამ ცრუ კამპანიაში, ასეთი მობილიზაცია და პროტესტი ადრეც რომ გამოეხატა, თუნდაც ციხეებთან, სადაც უდანაშაულოდ დაჭერილ ადამიანებს სისხლში აბანავებდნენ, აწამებდნენ, გვამებზე აბამდნენ და მოკლული პატიმრების ცხედრებს ნახერხით ტენიდნენ, ბევრი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებდით"- აღნიშნავს ვატო შაქარიშვილი.