03 აპრ 2026
ეროვნული სკრინინგ ცენტრის მუშაობას საქართველოს პირველი ლედი გაეცნო. ცენტრში თამარ ბაგრატიონი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანთან და მომღერალ ლიზა ბაგრატიონთან ერთად იმყოფებოდა.
ისინი ადგილზე გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კიბოს უფასო სკრინინგული კვლევები ჩაიტარეს.
მათ ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა არსებული სერვისების, სამედიცინო აპარატურისა და გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.