03 აპრ 2026
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდული სპორტული პროექტის- საქართველოს ოლიმპიური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანი სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდა სპორტსმენების ჩართვა, ასევე ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ 14-17 წლამდე ახალგაზრდები.
ფესტივალი 2-6 ივნისს ბათუმში გაიმართება.