აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი სხვადასხვა საავტომობილო გზებზე მოვლა-შენახვის სამუშაოებს ახორციელებს

03 აპრ 2026

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი სხვადასხვა საავტომობილო გზებზე მოვლა-შენახვის სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა, ორმული შეკეთების სამუშაოები, სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების განახლება და ახლის მონტაჟი. ასევე, ხორციელდება მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები და ხიდების მოაჯირების შეღებვა.

საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიები სუფთავდება სარევალა მცენარეებისა და ხე-ბუჩქნარისაგან.