ახალი პატრიარქის არჩევა - პოლიტიკური გამოხმაურება

03 აპრ 2026

ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი პოლიტიკური გამოხმაურებების თემაა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აქტიურად ხდება გარე ჩარევები საეკლესიო საქმეებში და იქნება შესაბამისი რეაგირებაც.

გარე ჩარევებს კატეგორიულად გმობს გახარიას პარტია. ყოფილი პრემიერის გუნდში ამბობენ, რომ ისინი პატივს სცემენ სინოდის გადაწყვეტილებას.