თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება

04 აპრ 2026

თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელმაც ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი უნდა გაზარდოს. გენერალური გეგმის ძირითად მიმართულებებსა და კონცეფციაზე შეთანხმდნენ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.  მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გეგმაში გაიწერა ყველა პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისთვის. მათ შორისაა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კულტურის განვითარების ხელშეწყობა,  ქალაქის ადმინისტრაციული ფუნქციებისა და სახელმწიფო სერვისების გადანაწილება, რამაც კიდევ უფრო უნდა გაზარდოს თელავის მიმზიდველობა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის.