დაკავება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით

04 აპრ 2026

დაკავება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით - შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, "სარფში”, უცხო ქვეყნის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. უწყების ინფორმაციით,   ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.  დანაშაული  ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.