კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში

04 აპრ 2026

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გრძელდება. ომის დაწყებიდან პირველად,  ირანმა  ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო, საუბარია F-15 ავიაგამანადგურებელზე. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა ეკიპაჟის ერთი წევრი გადაარჩინა, მეორეს კი ეძებენ. ამასთან, უცხოური მედიის ცნობით, ირანმა მეორე ამერიკული თვითმფრინავიც ჩამოაგდო, რომელიც  F-15-ის ეკიპაჟის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა. Sky News-ის ცნობით, დაზიანებულმა A-10-მა ქუვეითის საჰაერო სივრცეში შესვლა შეძლო, რის შემდეგაც პილოტმა კატაპულტირება მოახერხა.. შემთხვევას მალევე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი განცხადებით, აშშ-ის თვითმფრინავის ჩამოგდება მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს. ამასთან, ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ისინი ლიბანის დედაქლაქ ბეირუთში "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას აგრძელებენ. აფეთქებების ხმა ისმოდა სირიის ქალაქ დამასკუში. განგაში იყო გამოცხადებული ბაჰრეინში, სადაც მანამდე დედაქალაქ მანამას მახლობლად, ქალაქ სიტრაში, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები. პარასკევს ღამით კი, აშშ-მა და ისრაელმა ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები განახორციელეს ირანის დედაქალაქ თეირანზე.