04 აპრ 2026
ვის გამოარჩევენ მეუფეები და რომელ 3 მღვდელმთავარს შორის გაკეთდება არჩევანი? - გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის წევრები შემდეგ სხდომაზე მიიღებენ. მღვდელმთავრები გუშინ თითქმის 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ საორგანიზაციო საკითხებზე. მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები. 31 წლის შემდეგ პირველად, გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. პატრიარქის არჩევნებისთვის 3 სხვადასხვა კომისია უკვე ჩამოყალიბდა. გაფართოებულ კრებამდე, მღვდელმთავრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. დაზუსტდება საკითხები პატრიარქობის კანდიდატების განათლებასა თუ ასაკთან დაკავშირებით, ამის შემდეგ კი 39 მღვდელმთავარი 3 რჩეულს გამოავლენს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქობის სამი კანდიდატი გაფართოებულ კრებას წარედგინება, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღებენ. მღვდელმთავრების განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში კრებას 2000-მდე პირი დაესწრება.