გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტს დაწესებული სანქციები მოუხსნა

07 ნოე 2025

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტს აჰმედ ალ შარაას და შინაგან საქმეთა მინისტრს დაწესებული სანქციები მოუხსნა. რეზოლუციას მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა, თავი შეიკავა ჩინეთმა. გაერო-ში ვაშინგტონის ელჩის განცხადებით, ეს არის „ძლიერი პოლიტიკური სიგნალი“, რომელიც აღიარებს, რომ სირია ბაშარ ალ ასადის გადაყენების შემდეგ ახალ ეპოქაში იმყოფება. ცნობისთვის, პრეზიდენტი ალ შარააი  მომავალ კვირაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში ჩავა სადაც  დონალდ ტრამპთან შეხვედრასაც გეგმავს.