ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ სცნო

05 აპრ 2026

ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ სცნო.  საქმე ეხება გასული წლის აგვისტოში ოჯახში დაპირისპირების ფაქტს, რის  შემდეგაც ცოლმა ქმარს დანით დაზიანება მიაყენა, ჭრილობის შედეგად დაზარალებული კლინიკაში გარდაიცვალა. ნაფიცმსაჯულებმა მტკიცებულებებზე დაყრდნობით  ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.